მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში პუტინისთვის ცხოვრების ბოლომდე იმუნიტეტის შენარჩუნებაზე კანონპროექტი შევიდა

პუტინი წასვლას გეგმავს

რუსეთის სახელმწიფო დუმაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების შესახებ კანონპროექტი შევიდა. კანონპროექტის სახელწოდებაა „რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების გარანტიების შესახებ“. ამის შესახებ Meduza იუწყება.

კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომლის უფლებამოსილება ამოიწურა, ვერ აღიძვრება სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმე, აკრძალული იქნება მისი დაკავება, ჩხრეკა ან დაკითხვა. კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება იმ ქმედებისთვის, რაც პრეზიდენტობის პერიოდში ჩაიდინა. ასევე ხელშეუხებლობის მოხსნის წესის მნიშვნელოვანი გართულებაა მოსალოდნელი, ანუ ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დუმა მას სახელმწიფო ღალატში ან სხვა მძიმე დანაშაულში ამხელს და ამას უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები დაადასტურებენ.

დღეს არსებული კანონმდებლობით, რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს ასევე სიცოცხლის ბოლომდე სენატორის თანამდებობის დაკავება შეუძლია.

რუსი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმერ პუტინი ახლო მომავალში თანამდებობიდან წასვლას აპირებს და რუსეთის ხელისუფლების ახალი საკანონმდებლო ინიციატივები სწორედ ამას უკავშირდება. რუსი ექსპერტები პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას არაერთხელ ავრცელებდნენ.