მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა აშშ-ის საელჩოს პრესმდივანი გააძევა

აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გააძევეს

რუსეთიდან აშშ-ის საელჩოს პრესმდივანი რებეკა როსი გააძევეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ გაზეთ „კომერსანტზე“ დაყრდნობით იუწყება.

დიპლომატი იმ პირთა შორის მოხვდა, ვისი გაძევება მოსკოვმა აშშ-დან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ გადაწყვიტა.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, მოსკოვმა შეერთებული შტატების პრესმდივნის გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაშინგტონმა აშშ-ში რუსეთის საელჩოს პრესმდივანს ვიზა არ მისცა და ამის მიზეზები არ აუხსნია.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 15 აპრილს აშშ-მა 30 რუსული კომპანიის და კერძო პირის მიმართ სანქციები დააწესა. სანქციები აშშ-ის არჩევნებში ჩარევის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და რუსული სპეცსამსახურების მხარდაჭერისთვის დაწესდა.