მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საწვავი კორონავირუსის გამო შესაძლოა, კვლავ გაიაფდეს

საწვავის ფასები მსოფლიოში

მსოფლიოში ნავთობის და საწვავის ფასები შეიძლება კორონავირუსის ახალი ტალღის გამო კვლავ შემცირდეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ანალიტიკოსები ამ პროგნოზს როგორც კორონავირუსის შემთხვევების მატებას, ასევე, გადაადგილების მხრივ გარკვეული შეზღუდვების განახლებას უკავშირებენ.

აშშ-ში საწვავზე მოთხოვნა 2019 წლის მონაცემებზე ავიდა, მაგრამ ივნისში საწვავის მოხმარების ზრდა შენელდა. იგივე მოხდა ევროპაშიც. ეს ორი რეგიონი მსოფლიო საწვავის მესამედს მოიხმარს.

საბოლოოდ 2021 წლის საწვავის მოხმარება დღე-ღამეში 24,5 მლნ ბარელი იქნება, რაც 2019 წლის, ანუ პანდემიის წინა პერიოდზე 4,5%-ით ნაკლებია.

ექსპერტები ნავთობის ფასების ზრდის შენელებას ვაქცინაციის დაბალ ტემპებს უკავშირებენ.

პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს საწვავის ფასები 2019 წლის დონეზე შენარჩუნდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთს მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობი აქვს - ბაიდენი