მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის პარლამენტმა კორონავირუსით გარდაცვლილთა გაკვეთის გადაწყვეტილება მიიღო

სომხეთის პარლამენტი გაკვეთაზე

სომხეთის ეროვნულმა კრებამ (პარლამენტმა) გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით კორონავირუსით გარდაცვლილის პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის აკრძალვა მოიხსნა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

შესაბამისი ცვლილებები ეროვნულმა კრებამ „მოსახლეობის სამედიცინო დახმარების და მომსახურების შესახებ“ კანონში შეიტანა. ცვლილებებს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანაიტ ოვანესიანმა განაცხადა. კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროს მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით Covid 19-გან გარდაცვლილი პაციენტის გაკვეთა არ ხდებოდა. ეს კანონი ამ აკრძალვას აუქმებს.