მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს

სომხეთის პრემიერობის კანდიდატის დაცხრილული მანქანა

სომხეთში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის არმან ბაბაჯანიანის მანქანა დაცხრილეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა.

დაცხრილული მანქანის ფოტო სოციალური ქსელით თავად ბაბაჯანიანმა გაავრცელა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 9:30 საათზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.