მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოციალურ ქსელში ფაშინიანის შეურაცხყოფის გამო სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ფაშინიანის შეურაცხყოფა

სოციალურ ქსელ ფეისბუკში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისთვის შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სომხეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, საქმე აღძრულია „ადამიანის სერიოზული შეურაცხყოფისთვის მისი პროფესიული საქმიანობის გამო“.

ამ დანაშაულისთვის 3 მლნ დრამამდე (20 ათასი ლარი) ჯარიმა ან 3 თვემდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. ამჟამად შეურაცხყოფის შემცველი კომენტარის ავტორის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სომხეთში აუცრელი პირებისთვის ჯარიმები წესდება