მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თალიბანის“ წარმომადგენლები: აშშ-სთან კარგი ურთიერთობა გვსურს

თალიბანი აშშ-ზე

ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აშშ-სთან კარგი ურთიერთობები სურს. ამის შესახებ „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა. ინფორმაციას hindustantimes.com იუწყება.

„ჩვენ აშშ-სთან კარგი ურთიერთობები გვსურს. მას შემდეგ, რაც ავღანეთი ამერიკულმა ჯარმა დატოვა, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მიიღო“ - განაცხადა მუჯაჰიდმა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დამარცხდა და საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწიეს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დაასრულა. როგორც აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის უფროსმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, ავღანეთი ბოლო ამერიკულმა თვითმფრინავებმა დატოვეს. მათ სამხედროების და დიპლომატების ბოლო ჯგუფი გაიყვანეს.

იხილეთ ასევე:

🔅 აშშ-მა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დაასრულა