მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალიბებმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე დროშა აღმართეს

თალიბებმა საზღვარზე დროშა აღმართეს

ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე დროშა აღმართეს. ისინი ირწმუნებიან, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სრული კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

თალიბების მიერ გავრცელებული კადრები ქალაქ ყანდაარის მახლობლად არის გადაღებული. ავღანეთის ოფიციალური ხელისუფლება თალიბების მიერ ბლოკსაგუშაგოს დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

ლიზ დუსეს გადასასვლელი, სიდიდით მეორეა ავღანეთსა და პაკისტანს შორის. მას ყოველდღიურად 900-მდე სატვირთო ავტომობილი კვეთს. პარალელურად „ბოევიკებმა“ თურქმენეთთან, ტაჯიკეთთან და ირანთან სასაზღვრო პუნქტებიც დაიკავეს. „თალიბების“ შეტევა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ავღანეთიდან ნატოს და აშშ-ის ძალების გაყვანა დაიწყო. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ტემპებით „თალიბანი“ ავღანეთის უდიდეს ნაწილს დაიკავებს და შეიძლება ხელისუფლებაშიც მოვიდეს.