მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალდიდობა ოდესაში - ქალაქი სასწაულებრივად გადარჩა (ვიდეო)

წყალდიდობა ოდესაში

ოდესაში კოკისპირულმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

4 საათის განმავლობაში დაახლოებით ორი თვის ნალექი მოვიდა. ამ ხნის განმავლობაში წყლის დონემ ხაჯიბეის დამბაზე გზის სავალი ნაწილის დონეს მიაღწია და არსებობდა დამბის ნგრევის საფრთხე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმა კიდევ 1 საათის განმავლობაში რომ გაგრძელებულიყო, ამას კატასტროფა მოჰყვებოდა.

როგორც ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, ოდესის მთავრობა დამბის გარემონტების აუცილებლობაზე ადრეც საუბრობდა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლებისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ანალოგიური წყალდიდობა ოდესაში ბოლოს 33 წლის წინ მოხდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 წყალდიდობა თურქეთში - რიზეში 6 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)