მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტუნისის სანაპიროსთან გემის ჩაძირვას 43 ადამიანი ემსხვერპლა

ტუნისის სანაპიროსთან გემის ჩაძირვას 43 ადამიანი ემსხვერპლა

ტუნისის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად მინიმუმ 43 მიგრანტი დაიღუპა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, მაშველებმა 84 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

ორგანიზაციის ცნობით, გემზე ეგვიპტის, სუდანის, ერითრეისა და ბანგლადეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში წელს აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან 19 800 მიგრანტი ჩავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 6 700-ს შეადგენდა.