მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთში ხანძარს ერთია ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთით, მანავგათის დასახლებაში მასშტაბურ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„სტიქიის ზონაში ჩარჩენილია 10 ადამიანი. მათ გამოსახსნელად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ.

გამოცემის ცნობით, ძლიერი ქარი ხელს უწყობს ცეცხლის გავრცელებას ქალაქ მანავგატში, საკურორტო ქალაქ ანტალიიდან აღმოსავლეთით 75 კილომეტრში და მიმდებარე სოფლებში.

უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია ანტალიის მიმდებარედ, 18 დასახლებიდან განახორციელა.