მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელები და რუსები ერთი ერი რომ ყოფილიყო, მოსკოვში ოფიციალური ვალუტა გრივნა იქნებოდა - ზელენსკი

ხელენსკი პუტინის განცხადებაზე

„უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არ არის. ისინი ერთი ერი რომ ყოფილიყო, მოსკოვში ოფიციალური ვალუტა გრივნა იქნებოდა“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას თქვა. ამის შესახებ iz.ru იუწყება.

პუტინმა 30 ივნისს გამართული „პირდაპირი ხაზის“ დროს განაცხადა, რომ „უკრაინელები და რუსები - ერთი ხალხია“. მან ასევე დაამატა, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მიმართ არამეგობრულად არის განწყობილი.

„ჩვენ ერთი ისტორია, მეხსიერება, მეზობლობა, ნათესაობა, ფაშიზმზე საერთო გამარჯვება და საერთო ტრაგედიები გვაკავშირებს. ორ ხალხს ბევრი რამე აქვს საერთო. მაგრამ ეს ერთი ხალხი არ არის. უკრაინელები და რუსები ერთი ერი რომ ყოფილიყო, მოსკოვში ოფიციალური ვალუტა გრივნა იქნებოდა. სახელმწიფო დუმის შენობაზე კი ყვითელ-ცისფერი დროშა იფრიალებდა“ - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ხალხია. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ცხოვრობენ ძირძველი ერები. მათ შორის ყირიმელი თათრები არიან. ვლადიმერ პუტინმა კანონს უკრაინის ძირძველი ერების შესახებ ნაცისტური გერმანიის დროს დაწესებულ კანონებს შეადარა.