მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის პუტინის შესაძლო მემკვიდრე?

პუტინი

2000 წელს ვლადიმერ პუტინი პირველად აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტად. კანონმდებლობა, მას საშუალებას აძლევს 2024 და 2030 წლებში კვლავ მიიღოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. AL JAZEERA რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვრცელ სტატიას უძღვნის და მისი მეხუთე ვადით პრეზიდენტობაზე სტატიას აქვეყნებს.

პუტინი კვლავ ფიქრობს მეხუთე ვადის იდეაზე.

„მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, მივიღებ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში 2024 წლისათვის,“ - თქვა პუტინმა 2020 წლის დეკემბერში.

მისი პრეზიდენტობის პერიოდში მან დახატა სპორტსმენის იმიჯი, რომელიც ძიუდოში ვარჯიშობს, ზოგჯერ დელფინებთან ერთად ცურავს და ცხენით ჯირითობს, მაგრამ 7 ოქტომბერს ის 69 წლის ხდება - და ბევრს აინტერესებს. ვინ შეცვლის მას?

კრემლის კაბინეტის ამჟამინდელი წევრები უარს აცხადებენ მისი პოტენციური მემკვიდრეების დასახელებაზე.

„რასაკვირველია, ჩვენ გვყავს სხვადასხვა კანდიდატურა მონიშნული, მაგრამ საჯაროდ დასახელება არ მიგვაჩნია სწორად,“ - განაცხადა ანალიტიკოსმა ალექსეი მუხინმა, რომელიც მოსკოვში პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრს ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, კრემლის პოტენციური მემკვიდრეების სია პუტინის პენსიაზე გასვლის ან გარდაცვალების შემდეგ გახდება ცნობილი.

ოპოზიციური აქტივისტი სერგეი ბიზიუკინის თქმით - „პუტინი ყველაფერს ასაიდუმლოებს. მაშინაც კი, თუ მან აირჩია ვინმე მემკვიდრედ, ის ამას წინასწარ არ გამოავლენს. ეჭვი მეპარება, რომ ის განიხილავდეს მისი სიცოცხლის განმავლობაში ძალაუფლების ხელიდან გაშვებას, დიქტატორებს იშვიათად აინტერესებთ რა მოხდება მათ შემდეგ. “

მოწინააღმდეგეების გაქრობა

პუტინის მმართველობისას კრემლი მის მოწინააღმდეგეებს აქრობს. ერთ-ერთი ალექსეი ნავალნი ამჟამად ციხეშია.

მუქარამ და ზეწოლამ აიძულა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი 2013 წელს რუსეთი დაეტოვებინა;

პუტინის პირველი პრემიერ მინისტრი, მიხაილ კასიანოვი, რომელიც შეუერთდა ლიბერალ დემოკრატ ბორის ნემცოვს, 2015 წელს პოლიტიკიდან წავიდა;

ირინა ჰაკამადა, სამგზის დეპუტატი, რომელიც 2004 წელს პუტინის წინააღმდეგ იბრძოდა, ახლა არის მრჩეველი და ტელეწამყვანი.

როდესაც 2008 წელს პუტინის მეორე ვადა დასრულდა, მან დროებით მემკვიდრედ თავისი დიდი ხნის დაქვემდებარებული დიმიტრი მედვედევი აირჩია.

მედვედევმა წამოიწყო ფრთხილი რეფორმები, ხოლო პუტინი იყო მისი „ნაცრისფერი კარდინალი“, სანამ მას მეორე ვადით აირჩევდნენ 2012 წელს. შემდეგ პუტინმა დაითხოვა მედვედევის კაბინეტი და დანიშნა იგი უშიშროების საბჭოს უფროსის მოადგილედ.

ლიდერები, რომელთაც კრიტიკოსები უწოდებენ „სისტემურ ოპოზიციას“ - მათი აზრით - პოლიტიკური პლურალიზმის ილუზიას ქმნიან.

75 წლის ვლადიმერ ჟირინოვსკი არის ულტრა ნაციონალისტი, რომლის უცნაური პოპულიზმი და ექსცენტრიკულობა ათწლეულების განმავლობაში წააგავდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისას.

ჟირინოვსკი ფართოდ განიხილება, როგორც პოლიტიკური კლოუნი, რომელიც იზიდავს უკმაყოფილო მემარჯვენეებს და ემუქრება დასავლეთს.

ყველაზე პატარა „სისტემური ოპოზიციის“ პარტიას, „სამართლიანი რუსეთი“, ხელმძღვანელობს სერგეი მირონოვი, 69 წლის, ყოფილი გეოლოგი, რომელიც ორჯერ იყრიდა კენჭს პრეზიდენტად, დაჰპირდა ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას და კორუფციას ღალატის ტოლფასად გახდიდა.

ხუჭუჭა ბუდისტი

ზოგიერთმა ექსპერტმა ფსონი დადო თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე, პუტინის შემდეგ რუსეთში მეორე ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსზე. შოიგუ შემაძრწუნებლად პარადოქსული კაცია.

მისი სახელი არის რუსული, მაგრამ ის ტუვადანა, თურქულენოვანი ბუდისტების გაღარიბებული პროვინციიდან არის, რომელიც ესაზღვრება ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთს.

ზოგიერთი ტუვანელი ინტელექტუალი მას მონღოლი გენერლის რეინკარნაციად მიიჩნევს, რომლის არმიამ რვა საუკუნის წინ რუსეთი და უკრაინა დაანგრია.

შოიგუს კარიერა დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში, იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსი, რამაც იგი ძლიერ ეფექტურ, მილიტარიზებულ პიროვნებად აქცია და პუტინის პრეზიდენტობამდე რამდენიმე წლით ადრე ყველა პოლიტიკური სპექტრის სათავეში იყო.

2012 წლის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნამდე ლიბერალ - დემოკრატად ითვლებოდა, შოიგუ ხელმძღვანელობდა კრემლის უდიდეს მიღწევებს - ყირიმის ანექსიას და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობის გადარჩენას.

66 წლის შოიგუს ხშირად ნახულობენ პუტინთან ერთად თევზაობის თუ ნადირობის დროს, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს მას ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ აქცევს.

„მას აქვს სერიოზული შანსები, ბევრად უფრო მაღალი ვიდრე ვინმეს სხვას“, - განაცხადა გერმანიის ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევარმა ნიკოლაი მიტროხინმა.