მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკიმ ნატოში უკრაინის ინტეგრაციის ბრძანებულებას ხელი მოაწერა

ზელენსკიმ ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ნატოში უკრაინის ინტეგრაციასთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ. ამის თაობაზე „უნიანი“ იუწყება.

ბრძანებულების მიხედვით, ნატოში ქვეყნის გაწევრიანება „უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ამოცანებს“ შორის სახელდება. დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის ინტეგრაციისთვის აუცილებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნა.

ორი თვის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტმა უკრაინა-ნატოს კომისიის ეფექტიანობის გაზრდის კონკრეტული წინადადებები უნდა წარმოადგინოს. სამი თვის განმავლობაში ნატოს სტანდარტებზე თავდაცვის და უშიშროების სექტორის გადასვლის სისტემის ფორმირების საკითხი უნდა განიხილონ. 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა უნდა შეიქმნას, რომლებიც ინტეგრაციულ პროცესებზე ანგარიშვალდებულები იქნებიან.

დოკუმენტის მიხედვით, კიევმა ნატოს კიბერუსაფრთხოების, საერთაშორისო ტერორიზმის და დეზინფორმაციის აღკვეთის ღონისძიებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.