მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

300 ლარიან დახმარებას კიდევ 80 ათასი თვითდასაქმებული მიიღებს

საქართველოს პრემიერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას კიდევ 80 ათასი თვითდასაქმებული მიიღებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს 80 ათასი საქართველოს ის მოქალაქეები არიან, რომლებმაც დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით ყველა მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს.

„ამით თვითდასაქმებულების დახმარების პროგრამა დასრულდება. ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების სოციალურ დახმარებას - ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაგრძელდება, შესაბამისი ვადებით.

ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას და ეს გახლავთ 250 ათასი ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე სექტემბრამდე თანხას მიიღებენ“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს მიიღო. ერთჯერად დახმარების მიზანი კი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის დახმარებაა.