მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აბა, რა შედეგებს ელოდით მისი ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებიდან - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი Pia.ge

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად დეგნანი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ არა ის ციხეს.

„აი, ამერიკის ელჩის პოზიცია, ნაცვლად იმისა დაგმოს პოლიტიკური პატიმრების არსებობა. აბა. რა შედეგებს ელოდით მისი ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებიდან“, - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 აპრილს განაცხადა, რომ ნიკა მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

20 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდაზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.