მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა და კომიტეტის წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე, განიხილეს საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის წესი, მოისმინეს ახალი შემოთავაზებები და მოსაზრებები,  ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის შეფასებით, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.

„განვიხილეთ კომიტეტის მიერ წარდგენილი პრიორიტეტები, რაზეც ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ 2021 წლის მანძილზე. ამასთანავე, შეხვედრის თითოეული მონაწილისგან მოვისმინეთ მოსაზრებები საკითხების პრიორიტეტულობასთან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, რაზეც მათ სურთ, რომ კომიტეტში და ამ საბჭოს ფარგლებში გავამახვილოთ ყურადღება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დაიგეგმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო განრიგი პანდემიის პირობების გათვალისწინებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ყოველდღიური შეხვედრების შესაძლებლობა არ იქნება, გვექნება ინტენსიური ონლაინ კომუნიკაცია.

კომიტეტი თავისი გამჭვირვალობის, ღიაობის და მაღალი ეფექტურობის მიღწევისთვის საბჭოს თითოეული წარმომადგენელის მოსაზრებებს გამოიყენებს და ამ ყველაფერს გარდაქმნის, საბოლოოდ, საინტერესო პოლიტიკის მიღებაში,“ - აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.