პოლიტიკა

ახალ საარჩევნო მოდელზე პროექტს ივნისის ბოლომდე მიიღებენ

საკანონმდებლო ორგანო
15:11 29.05
დაკოპირებულია

ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შემდეგი კვირიდან იწყება, რომელიც სატელევიზიო ფორმატის იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 21 ივნისიდან უკვე შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღონ, თვის ბოლოს კი, მესამე მოსმენით.

"8 მარტის შეთანხმებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერა თითოეული შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ჩვენ ბუნებრივია, ამ ვალდებულების შესაბამისად ვიმოქმედებთ და ამისკენ მოვუწოდებთ სხვებსაც. თუ იმოქმედებენ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად, ბუნებრივია ეს მათთვის იქნება უკეთესი. ჩვენ არც ვიგებთ და არც ვკარგავთ იმით, ისინი რას მისცემენ ხმას და რას არა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს შეთანხმდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმებაა პოლიტიკური პატიმრების (ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა) გამოშვება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა, როგორც მან, ისე "ქართული ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება გიორგი რურუა. ოპოზიცია მის გათავისუფლებასაც ითხოვს.

ღონისძიებები ღია ცის ქვეშ

13 ივლისიდან ღია სივრცეში ღონისძიებებზე...

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებებზე აკრძალვა მოიხსნება. ამის შესახე...
სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა,  რაც ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე მეტია. აბ...
28 წუთის წინ
„თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „რედკო“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. სტატ...
58 წუთის წინ
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფი...
11:05
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნი...
10:31
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 ივლისი 2020 წ. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტ...
საქართველოში კორონავირუსი კიდევ სამმა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, კო...
10:27
ბილანიშვილის ადვოკატი: შსს-მ დაადგინა პი...
„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი. გავრცელებული ამაზრზენი...
თელავის საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობი...
პოლიციამ თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრების მიმართ გან...
ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დასრულდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის გ...