მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ველოდები, რომ დანიელსონს ექნება ახალი გეგმა“- ვახო მეგრელიშვილი

გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ქვეყანაში კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ მოლაპარაკებების განახლებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, წინა მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებელი იყო და მედიატორი გვეტყვის რა არის ახალი.

„ახლა ალბათ მედიატორისგან სრულიად განსხვავებული მიდგომაა საჭირო, რაც წინა ჯერზე ჰქონდა ბატონ დანიელსონს. ასეთი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, რომ ბრუნდება უნდა გვითხრას რა არის ახალი.

იგივე პროცესის გაგრძელების და მასში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ, ველოდები რომ ექნება ახალი გეგმა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩარჩო შეთანხმება 1-ელ მარტს გაფორმდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას გააგრძელებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ქართული საზოგადოება, სერიოზულად დაზიანდება დესტაბილიზაციით, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ მოიტანოს“- გია ვოლსკი