მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: ოპოზიცია სასაცილოდ გამოიყურება

პარტია

„ჩვენ ორი მანდატით არავისი დეკორაცია არ ვიქნებით და არავის ორპარტიულ პარლამენტს არ გავუხდით. ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ, რომ ელისაშვილს ნახავდნენ პირველ სხდომაზე, მაგრამ ხომ ვერ ნახეს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

„ჩვენ, სხვებისგან განსხვავებით ჩვენს პოზიციაში, ჩვენს ბრძოლასა და მოლაპარაკებებში ვართ თანმიმდევრულები, ისევე როგორც „გირჩი“. ჩვენ მივყვებით ბოლომდე და გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები არ ჩაიშლება და არ დაიხურება ეს კარი. ასევე ბოიკოტის რეჟიმში ვართ თანმიმდევრულები და დაფინანსებაზეც უარი ვთქვით“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის პირობებში დაფინანსებაზე განაცხადის შეტანის გამო ოპოზიცია სასაცილოდ გამოიყურება.

„გირჩის“ გარდა, პარტიები სასაცილოდ გამოიყურებიან. თან თქვეს მანდატებზე უარს ვამბობთო, თან ჩუმად წავიდნენ და ცესკოში დაფინანსებაზე განაცხადი შეიტანეს. რატომ ეგონათ კობახიძე თეთრ ცხენზე ამხედრებული კეთილშობილი რაინდი. რატომ არ დაფიქრდნენ, რომ ამას კობახიძე მათ წინააღმდეგ გამოიყენებდა. თუმცა, ოპოზიციის ერთ ნაწილს ორადორი რამ აინტერესებდა, მიეღო დაფინანსება და მოლაპარაკების მაგიდა აეტრიალებინა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, 15 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით 5 ოპოზიციური პარტიის განცხადება დააკმაყოფილა. ეს პარტიებია: „ნაციონალურმა მოძრაობა“,“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტულმა პარტია“ და „ლელო“.

👉 საპარლამენტო მანდატებზე უარის პროცედურის დასასრულებლად პარტიების არჩეულმა დეპუტატებმა განცხადებები ინდივიდუალურად უნდა დაწერონ.

👉 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიებს, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან 1 წლით შეუჩერდებათ.