მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი პარტია „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას შეხვდება

გირჩი იაგო ხვიჩია

დღეს ალეკო ელისაშვილი პარტია „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას შეხვდება. ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. 

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოლაპარაკებების პერიოდში პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერია როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ გვინდა, არამხოლოდ ბატონ ალეკო ელისაშვილს, არამედ ყველა ოპოზიციურ პარტიას შევხვდეთ. ასევე, ხელისუფლებას და მოვისმინოთ რა კონტრარგუმენტი აქვთ ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. გვინდა, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და ვფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გამოვიყენოთ როგორც ერთგვარი პლებისციტი.“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„შეხვედრაზე ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე. ასევე, იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც ახლა ვართ და ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. მაინტერესებს მათი ხედვა, რა გამოსავალს ხედავენ ამ სიტუაციიდან. ჩვენი პოზიცია ნათელია. ჩვენ სხვებთან შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ ვაპირებთ. დაველოდებით მეხუთე რაუნდს. ვნახავთ რა ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ და თუ ჩვენთვის მისაღები იქნება ყველა ეს პირობა, მაშინ სხვაც რომ არ შევიდეს, ჩვენი პარტია მოვაწერთ ხელს და შევალთ პარლამენტში.“ - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 %-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის 4 დეპუტატი შევიდა, რომლებიც აღნიშნული პარტიიდან გამოვიდნენ და თავისი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔍ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს