მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალეკო ელისაშვილს ოპოზიციამ ზედმეტი მოუთმინა“ - ნინო ბურჯანაძე

ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და  „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა. 

ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ოპოზიციამ ელისაშვილს ზედმეტი მოუთმინა“ და ახლა საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

ბურჯანაძის განცხადებით, მას ელისაშვილის არანაირი წინადადება არ აინტერესებს.

„ზედმეტი მოუთმინა ოპოზიციამ ალეკო ელისაშვილს. მისი ადგილი არ არის ოპოზიციაში, ის არ არის ოპოზიციონერი. ამიტომ, მისი არანაირი წინადადება არ მაინტერესებს. ვინც მასთან ერთად იქნება „გირჩის“ ცალკეული წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა, ასევე უნდა განიკვეთოს ოპოზიციისაგან.

დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი ოპოზიციას ოპოზიციის, ხელისუფლების მიერ ნაყიდი ან პარლამენტში შესვლის გამო ნებისმიერი ნაბიჯის გადამდგმელი ადამიანებისათვის ასევე უნდა იყოს თავისი სახელი დარქმეული“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ნინო ბურჯანაძე.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „დაჭერის პრობლემა რომ შეგექმნა, მერე შეგიყვარდა ქვეყანა?“ - ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა (ვიდეო)