მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ პოლიტიკურ სპექტაკლს გვინდა გვერდიდან, ცივსისხლიანად, დავაკვირდეთ“ - ვახო მეგრელიშვილი

განცხადება

პარტია „გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა“ დგამენ. 

მისი თქმით, „გირჩს“ სურს ორივე პარტიის ამომრჩევლის იმაში დარწმუნება, რომ პოლიტიკური პროცესები ამ სცენარით მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლის გამო ვითარდება.

„რაც ჩვენს თვაწინ ვითარდება, არის ამ პოლიტიკური ძალების „ლიდერშიფის“ ხელისუფლებისთვის ბრძოლა. აქეთ ერთი მილიონის და იქით ნახევარი მილიონი ადამიანის ემოციები არ ღირს, მე მგონი, ამ სპექტაკლში დასახარჯად“, - აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოში უკვე ჩაბარებულია.