მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს ტოვებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"მე დღეს გავაგზავნი სალომე ზურაბიშვილთან განცხადებას და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მან თვითონ ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მან მოძრაობა "ხალხისთვის" დაარსა, მის მიმართ "ორკესტრირებული ბინძური კამპანია" გამძაფრდა.

"ამოქმედდა სქემა - 108 საპარლამენტო ხმა, რისი მიზანიც არის ყველა შესაძლებობით არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია 2 მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია. ამ ბინძურ პიარკამპანიას არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი, საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ბინძური პიარკამპანიის მიზანია, გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე 2 წლის განმავლობაში მქონდა. მიზანია, შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპკორნით სიამოვნებით უყურებს კლანი. ამ პირობებში მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური დემურუსიზაცია, ქვეყანას სჭირდება რეალური მუშაობა განვითარებისთვის.

ეს შენობა (იუსტიციის უმაღლესი საბჭო) ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის.

მე დღეს შევუდგები მთელი ჩემი რესურსით მოძრაობა "ხალხისთვის" შენებას, იმისთვის, რომ გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა რაშიც სამწუხაროდ ამ ეტაპზე ამ შენობაში მე დავრჩი მარტო, რომელთან მიმართებაშიც მე ვიპოვი მთავარ თანამოაზრეს - ეს იქნება ქართველი ხალხი. სწორედ ქართველ ხალხთან ერთად, ჩემს ახალ თანამოაზრეებთან ერთად შევქმნი ახალ თავისუფალ სასამართლოს, სადაც არ იქნება მურუსიძე და ჩინჩალაძე, და სწორედ ქართველ ხალხთან ერთად მე დავალაგებ იმ ავგიას თავლას, რომლადაც გადაიქცა სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის საბჭო", - აცხადებს ანა დოლიძე.