მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრიუს კუბილიუსი: საქართველომ უნდა იფიქროს არჩევნების ლეგიტიმურობაზე საერთაშორისო საზოგადოების თვალში

ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველომ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევები გამოასწოროს და იფიქსროს მის ლეგიტიმურობაზე საერთაშორისო პარტნიორების თავლში.

„ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, ლიეტუვიდან ვაკვირდებით პროცესებს და ვხედავთ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად იყო ჩატარებული, თუმცა ადგილი ჰქონდა ბევრ დარღვევას. ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას იმას, თუ როგორ გასწორებს დარღვევებს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსითვის, რომ დავინახოთ, რა იყო არჩევნების პირველი ტურის შედეგი, გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკოსების ყველა მხარეს დიალოგის გზით იარონ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის საჩივრები უნდა განიხილოს და ამას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

„მოვუწოდებ შესაბამის ორგანიზაციებს, გასწორდეს შეცდომები. ასევე მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს, ყურადღება მიაქციონ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის საკითხს. საქართველოში საუბარი იყო შედეგებში 4%-იან სხვაობაზე, რასაც საბოლოოდ დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

როგორც ევროპარლამენტარმა განმარტა, საქართველოს აღნიშნული არჩევნებით დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი უნდა ეჩვენებინა.

„რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა გააკეთოს. ჩვენ რჩვებს ვერ გავცემთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის ქვეყნებისთვის. საქართველოს უნდა დაემტკიცებინა, რომ დემოკრაიიის კუთხით, რეგიონში ლიდერის პოზიცია ჰქონდა. საქართველომ უნდა იფიქსროს არჩევნების ლეგიტიმურობაზე საერთაშორისო პარტნიორების თავლში“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

👉ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების საკითხზე პირველი შეხვედრა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.

👉მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გააცნეს და მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

👉პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეხვედრას პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი უწოდა.