მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სამხედრო დანაყოფები, სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად, ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ.

წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა ქართველ ჯარისკაცებს ოჩამჩირეში და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს.

სეპარატისტთა მხარეს, აგრეთვე, იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

ომი აფხაზეთში რუსეთსა და საქართველოს შორის 13 თვეს გაგრძელდა.

403 დღიან სამხედრო დაპირისპირებას ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი ემსხვერპლა, 300 ათასი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.