მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ არის ის წინადადება, რომელიც განხილული შეიძლება იყოს ხელისუფლებასთან“ - უდუმაშვილი

ნაცმოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პარტია „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ მიერ დაწყებულ შიდა ოპოზიციურ კონსულტაციებს გამოეხმაურა. 

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, თუ ხელისუფლება პლებისციტის ჩასატარებლად მზადაა, ის დამოუკიდებლად უნდა მოხდეს.

„ჩვენი აზრით, ეს არ არის ის წინადადება, რომელიც განხილული შეიძლება იყოს ახლა ხელისუფლებასთან, რადგან ეს უფრო ჰგავს ყურადღების გადატანას მთავარი საკითხიდან, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნები და ვადამდელი არჩევნები.

არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში პლებისციტი და თვითმმართველობის არჩევნები. თუ ხელისუფლება მზად არის, რომ პლებისციტი ჩაატაროს, ჩავატაროთ და პირდაპირ დავარქვათ თავისი სახელი“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 %-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის 4 დეპუტატი შევიდა, რომლებიც აღნიშნული პარტიიდან გამოვიდნენ და თავისი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.