მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე კახი კავსაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს კახი კავსაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

"საქართველოს პარლამენტის სახელით, 85 წლის იუბილეს ვულოცავ ბატონ კახი კავსაძეს - ქართული კინოსა და თეატრის სახელოვან მსახიობს და გამორჩეულ ადამიანს. თვითმყოფადი და ბრწყინვალედ შესრულებული როლების გარდა, მან რამდენიმე თაობას მოგვცა სამშობლოს სიყვარულის, მოღვაწეობის და მეგობრობის მაგალითი. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ", - ნათქვამია თალაკვაძის მისალოც განცხადებაში.