მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პარტნიორების მოწოდებებს ქუჩაში ძალადობით უპასუხეს

თალაკვაძე

„პარტნიორების მოწოდებას, რომ მოხდეს დაძაბულობის შემცირება და ვითარების დეესკალაცია, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს. კანონის და სამართლებრივი წესრიგის ხელყოფა მიმართულია ვითარების დარეგულირების წინააღმდეგ და არა დეესკალაციისკენ, რაც ადასტურებს იმ არგუმენტებს, რაზეც ხელისუფლება მიუთითებდა. პოლიტიკური პროცესის დაბალანსება და დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს კანონს, ინსტიტუტებს და სამართლიანობის პრინციპებს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციებს. 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტს დადებული შეთანხმება პირნათლად შეასრულა.

აქვე უნდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამ პრინციპების დაცვით მონაწილეობდა პოლიტიკურ დიალოგში და მოლაპარაკებებში. ჩვენ გადავდგით ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები არა მხოლოდ ახლანდელი პოლიტიკური დიალოგის, არამედ 8 მარტის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშიც და ის ფუნდამენტური რეფორმები, რაზეც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავდეთ პირობა, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან „ლელოს“ წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციაზე პოლიციამ საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

აგერთვე, დღის საათებში პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები კარვის გაშლას ცდილობდნენ, პოლიციამ 20-მდე პირი დააკავა.