მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან

მიშელი

„საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან! საქართველო არის ევროპა და არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდება, ევროკავშირის წევრიც გახდება. ამაში შეუძლებელი არაფერია“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დღეს, პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას.

„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. მისი სიტყვები გულწრფელი და პოზიტიური იყო“,- წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენიმე საათის წინ შეხვდა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმება და პარლამენტში პოლიტიკური პროცესის სრულად გადატანა, ნდობის აღდგენა და საქართველოს ევროპული დღის წესრიგი იყო.

აგრეთვე იხილეთ:

📌ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირის დღის წესრიგში