მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-ის სამხედრო ბაზები საქართველოში“ - „ლეიბორისტებმა“ რუსეთის საელჩოსთან აქცია გამართეს

ლეიბორისტული პარტიის აქცია

„აშშ-ის სამხედრო ბაზები საქართველოში“, „რუსეთი ოკუპანტია“, „შეწყვიტეთ ბორდერიზაცია“- ამ ტრანსპარანტებითა და შეძახილებით რუსეთის საელჩოს წინ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციაზე პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაცია მობილიზებულია იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს.

„მიდის მზადება იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგურონ ქართული სახელმწიფო. ამის საშუალებას და უფლებას ჩვენ დღევანდელი და მომავალი თაობა მათ არ მივცემთ. დღეს ჩვენ იძულებული გახდით მოთხოვნა გაგვეგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში, რათა საქართველოში არჩევნების პროცესში უხეში ჩარევისათვის რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სანქციები დაეკისროს.

იმედია სანქციების საფრთხე და რეალობა აიძულებს პუტინის ადმინისტრაციას თავი დაგვანებოს, ოკუპაცია დაამთავროს და დაიწყოს იმ თანამშრომლობაზე ფიქრი, რომელიც ორივე ხალხის საერთო ინტერესებშია. ჩვენს ინტერესებშია მშვიდობა, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა, ბიზნესის განვითარება, უვიზო რეჟიმი, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

აქციას პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.