მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოკერია: ჯაფარიძისა და ვოლსკის დაპირისპირება სიმბოლური იქნება -  საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის

ბოკერია გავრლოვუს ღამეს აპროტესტებს

„დიდი იმედი მაქვს, სხვა პარტიებთან კონსულტაციები, ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით, კვირის ბოლომდე დასრულდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ზურაბ ჯაფარიძე არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„პირადად მე და „ევროპული საქართველო“ მას მხარს დავუჭერთ. დიდი იმედი მაქვს, სხვა პარტიებთან კონსულტაციები, კვირის ბოლომდე, ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით დასრულდება. რაღაც თვალსაზრისით, სიმბოლური დაპირისპირება იქნება ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვოლსკის შორის - საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის. თუ მისი გამარჯვების მჯერა, შესაბამისად, ვოლსკის მარცხის მჯერა, მისი მარცხის საქართველოს მომავლის საჭიროებისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს.

აღსანიშნავია, რომ „გირჩი“ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას არ აპირებდა, რადგან ისინი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს უჭერდნენ მხარს, თუმცა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დამოუკიდებლად წარადგინოს, „გირჩის“ გადაწყვეტილებაც გადაიხედა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 დეპუტატი და 30 მაჟორიტარი იქნება.

თბილისში 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია წარმოდგენილი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია შექმნილი.