მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბურჯანაძე: სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს

ერთიანი საქართველო

„ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ის თავისი სტილით აგრძელებს მუშაობას.

ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილს შესაძლოა არ ესმოდეს, მაგრამ ის ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის საქმეს აკეთებს.

„ჩემთვის ამით არაფერი ახალი არ გამოჩენილა. სამწუხარო, ის არის, რომ სააკაშვილი თავისი სტილით აგრძელებს მუშაობასა და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. შეიძლება მას არ ესმის, რომ ამით ის ბიძინა ივანიშვილის საქმეს აკეთებს. იმიტომ რომ ნებისმიერი ტიპის პოლარიზაცია დღევანდელ საქართველოში არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილისათვის სასარგებლო. სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ მას ოპოზიციურ პარტიებს შორის ნამდვილად ყველაზე მეტი ჰყავს, რაც ჩემთვის გაუგებარი და სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.

ამის მიუხედავად გაცილებით მეტი ჰყავს მოწინააღმდეგე და არიან ადამიანები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არ უნდა“, - განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებსა და ჯგუფებს განცხადებით მიმართა.

„არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური“, - აცხადებს სააკაშვილი.