მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

„დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც 30 წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“,- ამ სიტყვებით დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება.

მან განმარტა, რომ ყოველწლიური მოხსენების თარიღად 9 აპრილი მიზანმიმართულად აირჩია, რადგან ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებთან. პრეზიდენტმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ 9 აპრილი არა მოხლოდ ტრაგედიასთან, გამარჯვებასთანაც უნდა ასოცირდებოდეს.

9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა!

პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები...

მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. ეს იყო გამარჯვება - 70 წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე.

მესამე იმიტომ, რომ 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა - 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე და აღდგა საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აქცენტი საზოგადოების ერთიანობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ გამარჯვება და წინსვლა მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი.

„ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ, და არა პირიქით - როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურია.

დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორულ გამოცდილებას უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს“,- განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას ყოველწლიურად წარუდგენს.

აგრეთვე იხილეთ:

📌„გთხოვთ, ყველამ ერთად, სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი სცეთ ამ დღეს“ - პრეზიდენტი