მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენს მიერ ორგანიზებული, ნებისმიერი ტიპის ესკალაცია და დაძაბულობის კერის შექმნა, ოპოზიციას არ გვაწყობს“ - ხვიჩია

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია

„ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდი, კონსტრუქციული, მოლაპარაკების და შეთანხმებების მოსურნე, რათა ჩვენი მეგობრების მთელი ყურადღება აგრესიულ ხელისუფლებაზე იყოს კონცენტრირებული,“- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს. 

ხვიჩიას თქმით, მაშინ როდესაც პარტნიორები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შერიგებისკენ მოუწოდებენ, ოპოზიციას დაძაბულობის კერის შექმნა არ აწყობს.

„ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ყველა ვისაც ჩვენთვის კარგი უნდა, ხვდება საითაც მივდივართ და თითქმის ერთხმად შერიგებისკენ მოგვიწოდებს.

ასეთ დროს, ჩვენს მიერ ორგანიზებული, ნებისმიერი ტიპის ესკალაცია და დაძაბულობის კერის შექმნა, ოპოზიციას არ გვაწყობს.

ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდი, კონსტრუქციული, მოლაპარაკების და შეთანხმებების მოსურნე, რათა ჩვენი მეგობრების მთელი ყურადღება აგრესიულ ხელისუფლებაზე იყოს კონცენტრირებული“, - წერს ხვიჩია სოციალურ ქსელში.