პოლიტიკა

დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

მამუკა ხაზარაძე და ალეკო
ელისაშვილი ერთმანეთს
პირდაპირ ეთერში
დაუპირისპირდნენ
1611125910
დაკოპირებულია

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 19 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ელისაშვილი: თვალებში შემომხედე, არა გრცხვენია?!

ხაზარაძე: არა, ამიხსენი ამხელა ტყუილების გუდა საიდან ხარ, ამიხსენი. სად ისწავლე ამდენი ტყუილი.

ელისაშვილი: არა გრცხვენია? გაგიმეორო მერე რა გითხარი?

ხაზარაძე: ამხელა ტყუილები სად ისწავლე ამიხსენი... როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ამიხსენი, რას ემსახურება...

ელისაშვილი: ღირსება უნდა იყოს ზუსტად პოლიტიკაში, ეს არის ამბავი...

ხაზარაძე: რას ემსახურება ამიხსენი, რას ემსახურება...

ელისაშვილი: ბოკერიას დაკრულზე რომ კაცი ივლის, ბოკერიას დაკრულზე...

ხაზარაძე: იაგო, რას ემსახურება ეს ამიხსენი...

ელისაშვილი: რას ემსახურება და სხვების დაკრულზე რომ დადიხარ...

ხაზარაძე: მე გეტყვი რას ემსახურება, შენ ვის დაკრულზე დადიხარ ის გაარკვიე...

ელისაშვილი: მე არავის დაკრულზე არ დავდივარ

ხაზარაძე: კიდევ ვიმეორებ, მე შენ გეუბნები ამ გაიარო ჩვენს გვერდზე, საერთოდ არ გაიარო, მატყუარა ხალხთან საქმე არ მაქვს

ელისაშვილი: შენგან განსხვავებით ყოველთვის მადარდებდა ჩემი ქვეყნის ბედი. 20 ივნისის მერე... შენგან განსხვავებით... არასოდეს ქვეყნის ბედი არ გადარდებდათ არასოდეს. ხალხს რომ ხოცავდნენ ქუჩაში მაშინაც იდექი და ხალხს ბინებიდან ყრიდი, ის კაცი ხარ შენ და სალომე ზურაბიშვილის რომ ტაშს უკრავდი 20 ივნისის მერე, ეხლა გაგახსენდა ქვეყანა, ეხლა შეგიყვარდა ქვეყანა?!

ხაზარაძე: ერთიანად გიპასუხებ მაგაზე, გააგრძელე, გააგრძელე მიდი...

ელისაშვილი: სანამ პრობლემა არ შეგიქმნეს მანამდე თურმე არ გაგხსენებია ქვეყანა და მაშინ გავიდა შენი წითელი ხაზი

ხაზარაძე: კიდევ რა დაგავალეს, „ოცნებამ“ რა დაგავალა...

ელისაშვილი: ხალხს ციხეში რომ ამტვრევდნენ მაშინ შენ იდექი და ღამე კრედიტებს უფორმებდი ფეხებით ჩამოკიდებულ ხალხს, აი ის კაცი ხარ შენ და ღირსებაზე მელაპარაკები, მართლა ყველაფერს აქვს თავისი სახელი... კეზერაშვილი და ახალაიები...

ხაზარაძე: დამანახეთ...

ელისაშვილი: ცოტა ახლოს ხომ არ დაგენახო, ალეკო ვარ ელისაშვილი. მოდი ერთი თვალებში ჩაგხედო. სანამ არ დაგიჭირეს მანამდე რომ ქვეყანა არ გაგხსენებია ის კაცი არა ხარ?! საქართველოს რომ ატყავებდი, ციხიდან რომ ხალხს კრედიტებს უხსნიდი ბიჭს და ეხლა შეუყვარდა ამას საქართველო და ჭკუას მასწავლის

ხაზარაძე: ეხლა გიპასუხებ ერთიანად...

ელისაშვილი: 7 ნოემბრის მერე რა ნამუსით გეძინა, 20 ივნისის მერე რა ნამუსით გეძინა, მაშინ საქართველო არ გაგხსენებია. გლდანის ციხეში რომ ძვლებში ამტვრევდნენ ხალხს, იმ ხალხს კრედიტებს არ უხსნიდი რომ გირეკავდა მერაბიშვილი და ადეიშვილი, ის კაცი არა ხარ შენ, ხო ხარ?!

ხაზარაძე: დაამთავრე? დაამთავრე?

ელისაშვილი: მთელი ცხოვრება ქუჩაში ვებრძოდი ყველას და უსამართლობას და ღირსებაზე მელაპარაკება ეს კაცი, ხალხის გამყტავებელი...

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

1614333041

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს არ შეუქმნის. ამის შესახებ „ეხო კაცკაზა“ იუწყება. 

1614331946

„ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება კონკრეტული  მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის“- აცხადებს  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

1614331734

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1614330428
პარტია
სამართლიანობისთვის
ლიდერი

„30 თუ 40 ათასი ლარის გამო ქვეყანა დაანგრიეს,...

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.

„საქართველოში ადამიანებს უფლება აქვთ, პრ...

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროტესტი სამართლიანად არ მიაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ აქციის გამართვის უფლება.

მურატ ჯიოევმა თანათავმჯდომარესთან ეუთოს...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ვიდეოკავშირის მეშვეობით ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების საკითხი თანათავმჯდომარესთან ეუთოს მხრიდან ანიკა სედერთან განიხილა. ინფორმაციას “სპუტნიკი“ ავრცელებს. 

„ვინც თვლის, რომ კარდინალურად არის სიტუა...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ.