მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასავლელმა მეგობრებმა უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არის მათი პასუხისმგებლობა“- ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„გამოსავალი არის ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან მიდგომების ცვლილება“- განაცხადა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ვერ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკური ძალაა პასუხისმგებელი, ვინც მეცხრე წელია არის ხელისუფლებაში.

„გამოსავალი არის ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან მიდგომების ცვლილება. მთავარი მიდგომების ცვლილება არის ის, რომ ორივე მხარეს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა და სინამდვილეში შარლ მიშელის მიერ დატოვებულ 5 პუნქტს თუ ნახავთ, იქ საუბარია მართლმსაჯულებაზე, რომ იქ არის პრობლემები არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ძალაუფლება არის ერთ ხელში კონცენტრირებული, ქვეყანაში არიან პოლიტიკური დევნილები და ა.შ.

ოპოზიცია ვერ იქნება პასუხისმგებელი ამაზე, ის პოლიტიკური ძალაა პასუხისმგებელი, ვინც მეცხრე წელია არის ხელისუფლებაში.

მათ უნდა უთხრან, რომ ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი არის გასასწორებელი, აქედან გამოსავალი კი არის ხელახალი არჩევნები და როგორცვე ამას ეტყვიან, დასრულდება ის ბუტიაობა, ჭიდაობა თუ გაჯიქება „ქართული ოცნების“ მხრიდან“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

შვედი დიპლომატის თქმით, მის მიერ შეთავაზებული პუნქტები მისაღები არცერთი პარტიისთვის არ იყო.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ერთადერთი, სადაც მოსწონთ „ქართული ოცნების“ განცხადებები ეს არის კრემლი“- ბადრი ჯაფარიძე

✅„კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ძველებურად გაგრძელდება“ - ევროპარლამენტარების განცხადება