მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ დაივიწყა სახელმწიფო ინტერესები და მერკანტილური მიზნებით იმოქმედა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

მმართველი გუნდი მოიქცა სახელმწიფოებრივად, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებით იყო ნაკარნახევი, - ამის შესახებ ა/ო „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, წინა პლანზე დააყენა სახელმწიფო ინტერესები.

„საქართველოს პარლამენტმა უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში არსებულ საარჩევნო სისტემას ცვლის, შემდგომი არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება, უმეტესწილად პროპორციული, ასე შეიძლება ეწოდოს ახალ საარჩევნო სისტემას, რომელიც 120 მანდატის პროპორციულად, ხოლო 30 მანდატის მაჟორიტარულად გადანაწილებას გულისხმობს.

მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია სიახლე, სიახლე, რომელიც წინსვლასა და განვითარებას განაპირობებს. ახალი საარჩევნო სისტემა, პარტიებისგან მაღალ პოლიტიკურ კულტურას მოითხოვს და ღრმად მწამს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენის უნარი შესწევს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება, სურვილი რომ დემოკრატიის განვითარების გზა კიდევ უფრო სრულყოფილიყო ყოფილიყო. ადრეც ვთქვი და კვლავ განვმეორდები, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მმართველი გუნდი მოიქცა სახელმწიფოებრივად, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებით იყო ნაკარნახევი, გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, წინა პლანზე დააყენა სახელმწიფო ინტერესები, რაც მათი პირდაპირი უფლება-მოვალეობაა“, - აღნიშნა ჩიხელიძემ.

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელის აზრით, ოპოზიციას შანსი ჰქონდა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უარი თქვეს ქვეყნის წინსვლაში მონაწილეობაზე.

„რაც შეეხება ოპოზიციას, მათ საკუთარი მოვალეობა უგულებელყვეს, დაივიწყეს რა სახელმწიფო ინტერესები და მერკანტილური მიზნებით იმოქმედეს, უარი თქვეს საკონსტიტუციო პროექტის მხარდაჭერაზე, რომლის მიღებასაც თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდნენ. ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უარი თქვეს ქვეყნის წინსვლაში პოზიტიური წვლილის შეტანაში მონაწილეობაზე. ეს არის ფაქტი და არა ინტერპრეტაცია, სამარცხვინო ფაქტი.

 ეს ქვეყანა ჩვენია, ადამიანების, სამოქალაქო სექტორის, პოზიციის, ოპოზიციის და ა.შ. ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა თითოეული ჩვენგანის მოვალეობა/ვალდებულებაა, სწორედ ამიტომ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი ვალდებულების შესრულებას გაურბიან...“ - განაცხადა ჩიხელიძემ.