პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ძალიან პოზიტიური შეფასებები გვაქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან

ვიდეო კონფერენციაზე
16:15 07.04
დაკოპირებულია

"პრემიერ-მინისტრის ვიდეოკონფერენცია ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო.იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო, ევროკავშირი, საქართველო ებრძვის COVID 19-ს, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული საქმიანობა",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვიდეოკონფერენციაზე ასევე საუბარი იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ძირითად მიმართულებებზეც.

„უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა, კოორდინირებული იყოს, რადგანაც პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი. ბუნებრივია, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ძირითად მიმართულებებს. საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. მოგეხსნებათ, რომ ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი აქტორია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში. ეს კრიზისული სიტუაციაც უნდა იყოს გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა და საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზაობა იმისთვის, რომ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისგან დახმარების სახით თუ სხვადასხვა პროგრამების მათთვის გაზიარების კუთხით. ამ თვალსაზრისითაც ვიდეოკონფერენცია ძალიან სასარგებლო იყო“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო უკვე ემზადება, რომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებთან ერთად ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.

„ვისაუბრეთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე საქართველოში. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენციაციის პრინციპის - „მეტი მეტისთვის“ კიდევ უფრო აქტიურად გამოყენება. ამ სიტუაციაში ჭირს საუბარი, როდის გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სამიტი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ივნისშია დაგეგმილი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ სიტუაციაზე, რაც უახლოეს პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით განვითარდება. მიუხედავად თარიღისა, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან ერთად ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. მინდა გამოვთქვა იმედი და ეს იმედი ვიდეოკონფერენციის დროსაც იყო გამოხატული, რომ ივნისისთვის შესაძლოა ბევრად უფრო უკეთეს სიტუაციაში ვიყოთ, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ევროკავშირის ფარგლებში",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პირველი რესპუბლიკა

102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკი...

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 191...
საგარეო საქმეთა მინისტრი დიასპორის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის და ქართული დიასპორის დღეს ულოცავს...
10:17
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვა...
10:11
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. 27-28 მაისს სი...
09:49
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის,...
09:46
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი: საქართველო ევროკავშირსა და...
პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წერ...
მიტროპოლიტი თეოდორე: თუ გადმოგვეცემა ტყე...
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალი...
სვანეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
სვანეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშსა და ლახ...
EBRD საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელი...
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულებ...