მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

დავით ზალკალიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტად მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი მიესალმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პირადად ვერ უმასპინძლა კოლეგას.

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდება ამ მიმართულებით.

ცნობისთვის, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში კვლავ მიეცემათ შეხვედრის შესაძლებლობა.