მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი ლატვიელ კოლეგას ესაუბრა

ზალკალიანი ესტონელ კოლეგას ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის გამორჩეულ მეგობრობას და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას მინისტრებმა აღნიშნეს ვითარების დეესკალაციის და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ითანამშრომლონ, როგორც აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და სხვა აქტუალურ რეგიონალურ თუ საერთაშორისო საკითხებზე.

მინისტრებმა ასევე გამოთქვეს მაღალ დონეზე ვიზიტების გაცვლის სურვილი.