მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევას ულოცავს

საგარეო უწყებაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომისიის მიერ, მისი გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევას. დარწმუნებული ვარ თავისი შრომითა და ძალისხმევით, ის შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გაძლიერებას“, - წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე და იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელ შედეგს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა დაამტკიცებს.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია.

👉 ახლადშერჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.