მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა

მთავრობამ საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

"საკოორდინაციო საბჭოზე დამატებითი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, გადაწყვეტილებები დამატებით შეზღუდვებზე. ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას. ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გავრცელების სისწრაფე. ამიტომაც ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს რკინიგზაზე. ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს. ეს გადაწყვეტილება გვესმის რომ არის ექსტრაორდინალური, მაგრამ ესტრაორინალური ვითარება მოითხოვს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.