მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსჯელობა მათ გეგმებსა და ნიკა მელიასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს შეეხება.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მათ ერთიან პოზიციას, განსაკუთრებით ახლა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ სწორედ ნიკა მელიას საკითხი იქნება ოპოზიციის შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა:

„პირველ რიგში, ვიმსჯელებთ ნიკა მელიას საკითხზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, როგორ ვიმუშაოთ ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, რა უნდა გავაკეთოთ საზოგადოებაში და ქვეყნის შიგნით და აქედან გამომდინარე გავაგრძელებთ შემდეგ უკვე მსჯელობას ოპოზიციის საერთო გეგმებზეც,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

„კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, რასაც დაგვავალებს კანონი იმას შევასრულებთ“ - გომელაური მელიაზე

„ნიკა მელიას დაკავება მარტივი არ არის“ - ხატია დეკანოიძე