მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

პარლამენტის სასესიო დარბაზი

დღეს, მე-10 მოწვევის პარლამენტი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის.  

სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;

თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;

იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;

საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;

ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;

შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.

ინფორმაციისთვის, მთავრობამ მე-10 მოწვევის პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება 11 დეკემბერს მოიხსნა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 მთავრობამ პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა

🛑გახარია: მთავრობის იგივე შემადგენლობა, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში სრულად ლოგიკურია

🛑გიორგი გახარია ჟენევის მოლაპარაკებებზე: საქართველო, ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად