მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღევანდელი ეპიდვითარება უპასუხისმგებლო პოლიტიკური პროცესების, ქუჩის აქციების შედეგია“ - ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

„დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა გამოიწვია იმ მდგომარეობამ და რეალობამ, რაც ჩვენ მივიღეთ ოქტომბრიდან დაწყებული დღემდე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ოქტომბრიდან დაწყებული დღემდე იყო პოლიტიკური პროცესი და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახლდათ შეზღუდვების დაწესება.

„სიტუაცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკური პროცესები დაიწყო. ვგულისხმობ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების პოზიციის დაფიქსირებას ქუჩაში, ყოველგვარი რეგულაციის დაუცველობის პირობებში.

ამან მისცა ბიძგი იმ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით“, - დასძინა ბექა ლილუაშვილმა სატელევიზიო ეთერში.

მისი თქმით, სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია დამატებითი შეზღუდვების საჭიროება.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია კიდევ 4 033 ადამიანს დაუდასტურდა.