მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია

დიმიტრი ხუნდაძე კორონა ვირუსზე

„ქვეყანაში, ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და განსაკუთრებით იმ მიზნობრივ, სოციალურ ჯგუფებზე, რომელთაც რეალურად, ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ონკოპაციენტები, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, არიან ის პაციენტები, რომელთაც ყველაზე მეტი ფინანსური დახმარება სჭირდებათ და ხელისუფლება სწორედ ამისთვის დგამს ნაბიჯებს,“ - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, ასეთი პაციენტებისთვის სახელმწიფოს მხრიდან აქამდეც იყო თანხა გამოყოფილი.

„ონკოლოგიურ პაციენტთა გარკვეული მიზნობრივი ჯგუფები წლიური ლიმიტით ღებულობდნენ 12 000 ლარს და ახლა უკვე მიიღებენ დამატებით 8 000 ლარს, ანუ მათთვის გახდება 20 000 ლარი. ზოგიერთი მიზნობრივი ძირითადად, ასაკობრივი ჯგუფი 15 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში დახმარებას ღებულობდა და მათაც ასევე, დაემატებათ 8000 ლარი და მიიღებენ 23 000 ლარიან დახმარებას. ასე, რომ ეს დახმარება არ არის საწყისი პირველი ეტაპი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყანაში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ეს არის მთავარი პრიორიტეტი და ის რა თქმა უნდა დარჩება ამ რანგში, “- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​