მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი სამხარაძე: თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მივიღებდი მონაწილეობას

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე Pia.ge

„მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, ოცნებამ სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა არჩევნებშიო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, იმ „სხვისის“ გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს და გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარ დეპუტატებზე საუბრობს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ დატოვეს და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, მართალი კაცი, მანდატს დატოვებდა და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მიიღებდა მონაწილეობას.

„მიუხედავად ამისა, იმ „სხვამ“ მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ „სხვას“, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ „სხვის“ მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის მაგრამ სადაა მასე სიმართლე, კაცური ასეა. ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებს, (წერტილი),“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.