მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტი: ცვლილებაც და სიის შედგენაც ივანიშვილზეა დამოკიდებული

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

„ეს სია „ქართული ოცნების“ რეალობას ასახავს“, - ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის სიის პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება.

ექსპერტი ამბობს, რომ რეალურად არაფერი იცვლება. ძაბირაძის თქმით, ცვლილებაც და სიის შედგენაც ერთ ადამიანზე, კერძოდ, კი ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული.

„იცით რაშია საქმე ? ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მეტნაკლებად წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ სახეს. ალბათ კახა კალაძეს დაამატებენ და ირაკლი კობახიძეს. ეს არის დაახლოებით ის ხუთეული, რომელიც „ქართული ოცნების“ სახეა. გიორგი გახარია რომ იქნება პირველი ნომერი, ეს მგონი სადაო არ არის, რადგან წარმატებები რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ თუნდაც, პანდემიასთან დაკავშირებით ძირითადად უკავშირდება გახარიას და მის მთავრობას.

რა იცვლება? არც არაფერი, რეალურად თუ ვლაპარაკობთ რა იცვლება ეს არ არის დამოკიდებული იმ გვარებზე ვინც თქვენ ჩამოთვალეთ. ეს დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე. ეს სიაც ივანიშვილზეა დამოკიდებული, შეიცლება რამე თუ არ შეიცვლება ეს ივანიშვილზეა დამოკიდებული. ეს არის რეალური ფაქტორები. ეს სია „ქართული ოცნების“ რეალობას ასახავს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, ხვალ, 10 სექტემბერს მმართველი გუნდი პირველ ოცეულს წარადგენს. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, სიის პირველ სამეულში პრემიერი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქნებიან.