მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხმებაც შეიძლება, არის კრიზისის კონსერვაცია და გადატანა სხვა ფორმატში“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი

როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში მრავალვექტორიანი კრიზისი გვაქვს.

„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შევა, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია.გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ დღეს კრიზისის სრულფასოვანი გადაწყვეტის ფორმულა არ არსებობს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტმა განაცხადა, ერთადერთი რისი გაკეთებაც შეიძლება, არის კრიზისის კონსერვაცია გარკვეული პერიოდით.

„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხმებაც შეიძლება არის კრიზისის კონსერვაცია გარკვეული პერიოდით და გადატანა სხვა ფორმატში. არა ქუჩასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ფორმატში, არამედ ცოტა სხვაგვარად. ეს არის საგამოძიებო კომისიის შექმნა.

საჭიროა ხელისუფლების თანხმობა, თუ საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნებზე იმ ხარისხის და მასშტაბის დარღვევები იყო, რამაც არსებითად შეცვალა მისი შედეგები, მაშინ ის თანახმა იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე“, - დასძინა გია ხუხაშვილმა.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

🔺 მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების 2 რაუნდი უკვე შედგა.